воскресенье, 29 мая 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღე
მე-9 დღე   დღეს ჩვენმა კოლეგებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტების გეგმები და დამხმარე მასალები. ჩამოვყალიბდით თუ როგორ მოვამზადოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები, რათა შედგეს კოლეგებს შორის უკუკავშირი. მივიღეთ  მითითებები და  სურვილები, რომელთაც მომავალში მუშაობისას გავითვალისწინებთ.
განვიხილეთ მე-8მოდული.
პროექტზე მუშაობის დროს დამეხმარა მოწოდებული ნიმუშები და შაბლონები, რამაც უფრო ნათელი გახადა მოთხოვნები და შედეგიც ადვილი მისაღები იყო.                                 
ტრენინგზე მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი მასალა , რომელსაც კიდევ ბევრჯერ გადავხედავ, შევისწავლი და დავამუშავებ. ეს უდაოდ გამომადგება მომავალში პროექტების განხორციელებაში.
აქვე უნდა აღვნიშნო ჩვენი ტრენერის პროფესიონალიზმი და თანადგომა.პროექტზე მუშაობის დროს დამეხმარა მოწოდებული ნიმუშები და შაბლონები, რამაც უფრო ნათელი გახადა მოთხოვნები და შედეგიც ადვილი მისაღები იყო.                                 
ტრენინგზე მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი მასალა , რომელსაც კიდევ ბევრჯერ გადავხედავ, შევისწავლი და დავამუშავებ. ეს უდაოდ გამომადგება მომავალში პროექტების განხორციელებაში.
აქვე უნდა აღვნიშნო ჩვენი ტრენერის პროფესიონალიზმი და თანადგომა.
დიდი მადლობა ქალბატონ დიანას, მომავალშიც დიდი იმედი მაქვს თქვენი დახმარების.
ტრენინგის მერვე დღე 
 საქაღალდეში მოვათავსეთ ჩვენი ნამუშევრები, მივიღეთ ტრენერის მითითებები, რასაც უდაოდ გავითვალისწინებთ. ვისაუბრეთ განსხვავებული საჭიროების მქონე  მოსწავლეებზე და პროექტში მათი ჩართვის აუცილებლობაზე.
შევინახეთ მასალებისაქაღალდეში, გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და შევიტანეთ შესწორებები